ჩემი ლიტერატურული ანკეტა

Posted November 5, 2009 by qristine
Categories: მე, წიგნები

მაჩვენე შენი ლიტერატურული ანკეტა და გეტყვი.. ბევრის თქმა შეიძლება, არა, კლიმ? :)

თინის თხოვნით ვავსებ ჩემს ლიტერატურულ ანკეტას (რომელიც არც ისე ვრცლად მოითხოვს ლიტერატურული თავგადასავლებზე ამბებს, მარა პრინციპში ასე სჯობს.. )

1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?
ჯემალ ქარჩხაძე-მდგმური.. შტაბეჭდილებებისგან დღესაც არ ვარ თავისუფალი და მგონი არც არასოდეს გამივლის..

2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი

ჰმ.. სამი..

3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი
ჯემალ ქარჩხძე, კონსტანტინე გამსახურდია, ერნესტ ჰემინგუეი.. ღმერთო ჩემო, ნუ მიწყენთ…

4. რომელ წიგნზე გიტირიათ?
რაიტის ამერიკის შვილზე ვიტირე პირევლად და მერე მგონი ყველა წიგნზე ვტირი.. თუ შინაარსი არ მაძლევს საშუალებას რო ვიტირო, იმაზე ვტირი რო პირველად ვეღარასოდეს წავიკითხავ და კარგა ხანს მიდევს მაინც საწოლთან…

5. რომელ წიგნს დასცინეთ?
ბალზაკის კურტიზან ქალთა ბრწყინვალება და სიღატაკე.. ამას დავცინე.. ბოლომდე ვერ წავიკითხე..

6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?
ჩემს საყვარელ მწერალს უნობელოსპრემიოსაც ავიტან.. :) თუმცა ჰემინგუეის აქვს მგონი..

7. საყვარელი ციტატა წიგნიდან
რომელი ერთი :) ..

8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი
სახურავზე ბინადარი კარლსონი, რა თქმა უნდა :)

9. რომელი წიგნის პერსონაჟია ყველაზე ახლოს თქვენს პიროვნებასთან?
ამაზე ამწუთას არ მაქვს პასუხი..

10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?
ორზე მეტი..

ვთაგავ და სულმოუთქმელად ველი ლიტერატურულ ანკეტებს:

Sweety (თუ უკვე არ დათაგა ვინმემ :D )

ჩორვენი

Fei Bukovski

A HAPPY DREAMER

აღშფოთება, როგორც ასეთი

Posted November 1, 2009 by qristine
Categories: მე, წიგნები

მაშინ, როცა ზუსტად ორი თვე რჩება ამ წლის დასრულებამდე მე ვზივარ და ვწერ..

აგერ უკვე მეცამეტე წელი სრულდება, რაც უღვთოდ მიტენიან თავს იმით, რაც არ მაინტერსებს.. რისი სწავლაც არ მინდა.. რაც არ მინდა რო ვიცოდე..

კეთილი ინებე, ძვირფასო საზოგადოებავ, და მიმიღე უცოდინარი იმისა, თუ რას ფიქრობდა ციცერონი რიტორიკის როლსა და მნიშვნელობაზე თავის განუვითარებელ სამყაროში… მიმიღე მაინც თუ არ მეცოდინება რო თურქულად ციყვი სიჩაფ თუ სინჩეფ-ს ნიშნავს.. მაინც მიმიღე.. მაინც.. არ მკითხო ის, რაც სიამოვნებით ვისწავლე და ვიცი..მაინცდამაინც ის მკითხე რაც ძალით ჩამიტენინეს თავში და ამ ცოდნის გარეშე უუნაროდ ჩამთვალე.. (კარტოფილიც შემიწვი თუ გინდა და არ მაჭამო :D რა უცბად მოვედი ხასიათზე თუ ისტერიულ-ლირიული გადახვევაა ნეტა ..) ..

ჰოდა… თუ გინდათ განათლებულობის თვალსაზრისით მოზამბიკის გვერდით აღარ ვიყოთ, ჯერ ინტერესი აღუძარით ამ თქვენს “გადაგვარებული” ახალ თაობას და მერე მიაჩეჩეთ ეგ თქვენი მაკულატურა ხელში..

ჩემი მაკულატურა

Posted ოქტომბერი 25, 2009 by qristine
Categories: მე, წიგნები

608798014_2284dc1aaaდიდი ხანია უკვე რაც წიგნებთან (ნუ სახელმძღვანელოებთან ამ კონკრეტულ და განსაკუთრებულ შემთხვევაში) ვატარებ დღეების უდიდეს ნაწილებს.. ფურცლებ+ამოხეულები, სათაურებში ასოების+ მრგვალ +ნაწილ +გაფერადებულები, გამომცემლობის სუნით გაჟღენთილები და თაროების ჯურღმუელბიდან ახლახან ჩამოღებულები, ყდიანები და უყდოები, სხვების ასლები და ორგინალები.. მოკლედ მათი უდიდებულესობა ჩემი წიგნები… ფურცლები, რვეულები-ზამბარიანები და საერთოდ კაცმა არ იცის რა ძალით დაკავშირებულ ფურცელთა ერთობლიობები.. მაკულატურა ჩემს გარშემო..

აი ახლა ამ დაკუჭულ ქაღალდთა გროვას რო ვუყურებ,გული მიკვდება.. ხო შეეძლოთ აქ გდების ნაცვლად ნახშირორჟანგი ჟანგბადად გადაექციათ.. სადმე ტყეში ეშრიალათ ამათ ფოთლებს და ერთი უბრალო ადამიანის განსანათლებლად თავი არ გაეწირათ (საკითხავია, ნებით? )

წავედი მე აბობოქრებულ ნილოსს გადავლახავ და პაპირუსს მოვიტან ცოტას…

ფელამუში

Posted ოქტომბერი 20, 2009 by qristine
Categories: მე

რა ატრალებს ამ დედამიწას ასე ჩქარა, რა!!!!!!

ბევრი შენ

Posted ოქტომბერი 20, 2009 by qristine
Categories: მე

მითხარი, გაგჩენია სურვილი ყოვედღე სხვადასხვა ადამიანად გაღვიძებისა? გაიღვიძებ და ის აღარ ხარ ვინც წინა ღამით დაიძინა.. მარა არ განიცდი.. იმიტო რო ყოველ დილას გავიწყდება ვინ იყავი გუშინ და მთელი სხეულითა და სულით ეკუთვნი ახალ, ერთდღიან ცხოვრებას..

გაიღვიძებდი და სხვა კაცებთან ერთად წახვიდოდი სანადიროდ საგულდაგულოდ გამზადებული ქვის იარაღებით.. ნადირობა გეყვარებოდა, გამოცდილი და ფრთხილი მონადირე იქნებოდი.. უკან ზურგზეირემაკიდებული დაბრუნდებოდი და შენს მრავალრიცხოვან ოჯახს სამართლიანად გაუნაწილებდი სისხლიან ხორცს ახალგატყავებული ირმისას….. ცოლი სახლში კენკრას და მცენარეების ფესვებს დაგახვდერებდა.. ივახშმებდით ერთად, ისე ჩაგითრევდათ ჭამის პროცესი, თითქოს მხოლოდ ამისთვის ყოფილიყავით გაჩენილნი.. შენი ცოლი ცხოველის ტყავს გაშლიდა, გამოქვაბულის შესასვლელს დროებით რამეს მიაფარებდით თქვენს სიმყუდროვეში ღამის ქაოსიან უკუნეთს რომ ვერ შემოეღწია.. პირველყოფილი სიყვარულით გეყვარებოდა ის..

მერე თვალს გაახელდი თბილ საწოლში.. უკვე წასულაო გაიფირქრებდი და გაიღიმებდი თბილად, მაინც ნაწყენი თვალებით გაადხედავდი ცარიელ საწოლს.. ტელევიზორს ჩართავდი, ნერვები აგეშლებოდა როცა ვერაფერს ნახავდი საინტერესოს.. ისაუზმებდი და წახვდოდი სამსახურში სადაც შენი უფროსის სახის ატანა მოგიწევდა.. რაღა შენს ოთახში დასვეს ამდენი ქალი მაინც, მთელ დღეს ენას არ აჩერებენ.. რამდენჯერმე დაურეკავდი.. სახლისკენ,გზაზე მანქანას გააჩერებდი: “დაღლილი იქნება”- გაიფიქრებდი.. რაიმეს იყიდდი, მზას.. ივახშმებდით მშვიდად..ძილის წინ საყვარელი წიგნის რამდენიმე გვერდს წაიკითხავდი..რამდენიმეს, დაღლილი თვალები ვერ მოგცემდნენ მეტის საშუალებას.. და დაამთავრებდი ისევ იმ ერთდღიან სიცოცხლეს, ერთი ღამის ძილით…

რაო? არა, ქალად არ გაიღვიძებდი არასდროს.. ვერ იქნებოდა სამყარო მზად შენნაირი ქალისთვის .. ყოველ დღე შენ იქნებოდი და თან არც.. გაუცნობიერებლად დაგტანჯავდა მუდმივი ცვალებადობა.. ყოველი წამიდან, როცა თავის შეცნობაზე ფიქრს დაიწყებდი, მაშინვე სხვად გადაიქცეოდი და ასე დაუსრულებლად.. სანამ ერთხელაც შენი დრო არ დადგებოდა…
…და იმ დღეს ჩემთან ერთად გაიღვიძებდი.. ჩემთვის გაახელდი თვალს..ჩემთვის გაიღიმებდი.. ჩემთვის დაუკრავდი შენს გიტარაზე..მთელი ცხოვრებაა არ მინახიხარ.. არც ხმა გამიგონია შენი..
ათას ერთი ღამე ერთი დღეა იცოდე, ის ერთი.. მოგიყვები ზღაპრებს და ზუსტად იქ შევწვყვეტ, სადაც იმას გაიგებდი, რაც ყველაზე მეტად გაინტერესებს.. ისე, რომ სუნთქვა შეგეკრას ცნობისმოყვარეობისგან და აღარ წახვიდე… absinthe_greenfairy_oliva
არ აქვს ჩემს ეგოიზმს საზღვრები…

to ტრაბახ or not to ტრაბახ..

Posted ოქტომბერი 16, 2009 by qristine
Categories: მე

არ უნდა მეთქვა ყველა მომღიმარი სახისთვის რო ბლოგერი ვარ.. აქამდე ეს პრივილეგიად მიმაჩნდა (და ალბათ ასეცაა, ჭეშმარტიად) ..და იქნება კიდეც პრივილეგია თუ დაწერ კარგად, შენს ნააზრევს -ლოგიკურად ამოყალიბებულსა და დალაგებულს.. ან თუნდაც   სხვის  შედულებებზე დაწერ,ასევე გასაგებად და დაასაბუთებ რა გინდა,თქვა და რისთვის.. რამეს ისეთს დაწერ, რო მოცლილი იდიოტი (ბატონო? აა,დიახ, მოუცლელი იდიოტებიც არსებობენ.. ვინმემ ხო უნდა გაგვიხალისოს ცხოვრება “ნორმალურებს”)..  არ ეგონები..

მაგრამ რა აზრი აქვს მაშინ ბლოგის ქონას თუ ვერ დაწერ ერთს-ვაიდა იმან წაიკითხოს და არ მოეწონოს.. ვერ დაწერ მეორეს-აი “მეორე იმან” რო წაიკითხოს რას იფიქრებს ჩემზე და ასე დაუსრულებლად, ნელ-ნელა ჩნდება წერის კომპლექსი.. ჯერ მემგონი ჩემთვის საქმე არ მისულა აქამდე.. ვშიშობ, ეს დროც დადგება… მალე..
აი უცებ ვიღაცისთვის რო რამის მოყოლა მოგინდეს და ვერ მოუყვე, თუნდაც იმის შეგეშინდეს რო მეორე დღეს თვალებში ვერ ჩახედავ, ადგები და დაწერ ამ ყველაფერს აქ,კაცმა რო თქვას, სხვა რა დანიშნულება უნდა ქონდეს აქაურობას.. მეტი არაა ჩემი მტერი ოდესმე ქრიტინე.წორდპრესს.ცომმა ფული მაშოვნინოს..

updated: just had to delete it..

უბრალო პოსტი

Posted ოქტომბერი 10, 2009 by qristine
Categories: მე

RiceBoy_300_300

წიგნები/რვეულები/ფურცლები გევრდზე გადადებულია, შუქი ჩამქრალია, მუსიკა ჩართულია და… ნუ მოკლედ იდეალური სიტუაციაა პოსტის საწერად.
ჰმ.. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მთელი ცხოვრება უნივერსიტეტში სიარულის გარდა არაფერი მიკეთებია. ვერ ვიტყვი რო მის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რო უკვე ძალიან ძლიერი გავლენა აქვს ჩემზე.. და ეს მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ასეთი არ მეგონა.. არა, ერთ სიტყვაც კი არ დამცდება შეუგუებლობის გამომხატველი. ალბათ ეს ის პროცესია, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს და მეც გავდივარ ბატონო, მაცალეთ.. გავდივარ, ნელა.. შემოდგომაა და არ მეჩქარება ზამთრისკენ, გზაში ყვითელი ფოთლები ისრისებიან ჩემს ფეხებქვეშ..
ვის შევჩივლო არ ვიცი.. უბრალო ფანტაზიაც კი აღარ მაქვს.. უფრო სწორად არც ფანტაზია და აღარც წერის უნარი.. აი რაღაც განცხადება იყო დასაწერი დღეს, თხოვნით უნდა მიგვემართა ვინმესთვის რო ჟურნალის გამოცემაში დაგვხმარებოდა.. არცერთი სიტყვა არ მოდიოდა თავში.. არანაირი აზრი, არანაირი გამართული წინადადება.. რაღაც შაბლონური ფრაზებითა და ფიქრებით მაქ თავი გამოტენილი.. დარესტარტება უნდა? არ ვიცი… რა უნდა? რა ვუშველო?
ხვალ მთელი კურსი კახეთში მივდივართ.. ვიცი, დილას თვალებს რო გავახელ, დავეჭვდები: მინდა წასვლა? და სანამ გონება ბოლომდე გამოფხიზლდება ათას არგუმენტს მოვიძიებ, “არა” “არა”… და უცებ ის გამოჩნდება.. აი ის რო გველაპარაკება ხოლმე შიგნიდან.. “შენ დებილი ხო არ ხარ , გოგო, აეთრიე ფეხზე!” …
ეს ბიჭი სად დაიკარგა, ნეტავ.. ვნერვიულობ რაღაც..

un-სათაურ-ed

Posted ოქტომბერი 6, 2009 by qristine
Categories: მე

-და გინდა ქარმა წაიღოს ყველაფერი.. ასე ცოდნია თურმე, ვალდებულებები- გრძელი სიტყვაა და მძიმე…

- ეს რა არი.. ჯერ კიდევ ცარიელია.. შენ უნდა ნახო სიმძიმე-როცა გაივსება.. როცა ჩაიტევს და მოიცავს.. -და შემოგიძვრება სხეულში.. ნახავს ადგილს სადმე.. ან მიმოიფანტება და გაწვება მთელი თავისი სიმძიმით.. -გეშინია?

-რომ ვერ გავუძლებ? როცა პატარა ვიყავი მითხრა ერთმა ადამიანმა.. მაჯაში ვენები რომ არ გვქონდეს მანქანას ავწვდითო ცალი ხელით..

- და ინატრებდი ალბათ.. ნეტავ ვენები არ მქოდესო.. მათ გარეშე არსებობას ინატრებდი..იქნებოდა კი არსებობა სისხლის გარეშე? მაინც ცინიკოსი ყოფილა ის..

-ბავშვობიდან ვეჩვევით მარტო ცალი მხრიდან ყველაფრის დანახვას… არადა.. გვერდიდან და პირდაპირ.. კარგი იქნებოდა..

ჩართავ მუსიკას და მიყვები.. აგეშლება ფიქრის საღერღელი და ტრიალებს ქარბორბალა თავში..  იქნებ ორივე ხელი მოტყდა…………………

ნიცშეს მინდა გავუგო.. ამ ცდაზე მაინც..