ორი ან სამი დღით “ლაშქრობასავითრაღაცაში” მივდივარ და დიდ ბოდიშს კი გიხდით მარა ვერაფერს ვერ დავწერ ეს დღეები და იქნებ როგორმე ჩემს პატიებაზე იფიქროთ და მეც ჩამოგისწრებთ კარგი ამბავი ისაა, რომ წიგნის კითხვას ვამთავრებ.. ისევ კონსტანტინე შემომეკითხა და რა უჭირს?
ხო, ქეთო, ლაშქრობის მესამე დღეზე არაფერი უთხრა ჯერ დედას და მამას, თუ გადავწყვეტთ, [...]
Archive for ივნისი, 2008
title
ივნისი 27, 2008extra-curricular activities…
ივნისი 25, 2008დავრწმუნდი საბოლოოდ!! ბლოგი მაინც მოდღიურო ელემენტად რჩება და რა შინააარსისაც უნდა იყოს ის(ფოტო, ლიტერატურული და ა.შ) თავისას ითხოვს, ანუ ყოველდღიურ განახლებას, ინფორმაციით შევსებას.. ჩემი ბლოგი, როგორც მოგეხესნებათ, ჩანაფიქრში წმინდა წყლის ლიტერატურული დანიშნულების იყო ანუ არავითარი პირადი შეხედულებები და აზრები, თუ მაინცდამაინც და გასკდებოდა გული დაუწერლობით ის უკვე სხვა, ახალი ბლოგის საქმე იქნებოდა.. მაგრამ..ნურას უკაცრავადო, ასე [...]
ადმინისტრაცია
ივნისი 21, 2008აი ასე,”მთვარის მოტაცება ” ჩავამთავრეთ, იმედი მაქვს, ჩემმა ახალმა და წორდპრესზე ფრთაშესხმულმა იდეამ იმ მცირერიცხოვანი (მაგრამ მნიშვნელოვანი) საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია, რომელიც ხშირად სტუმრობს ბლოგს და გულის ფანცქალით ელოდება ყოველ ახალ პოსტს…
გახსოვდეთ: ჩემი ბლოგიდან ინფორმაციის წაღების საფასური კომენტარების სახით ჩემი და ჩემი ბლოგის ქება -დიდებაა
#3
ივნისი 21, 2008კაცი საშუალო სკოლას რომ გაივლის, მერმე უნივერსიტეტში შევა. უნივერსიტეტს დაასრულებს ავად ან კარგად, მერმე სამსახური უნდა დაიწყოს, მერმე ცოლი შეირთოს, ბავშვები უნდა გაზარდოს, მერმე?
და მერმე უთუოდ მოკვდება.
ეს გზა ათასებს და ათიათასებს გაუვლიათ. ეს ამბავი გარეკანშემოცვეთილ ბულვარულ რომანსა ჰგავს: ათას კაცს გადაუფურცლავს, გადაუკითხავს იგი, არავის არაფერი შეუნიშნავს, არც შეუმატნია მისთვის, ისე გადადის ეს წიგნი ხელიდან [...]
ნაწილი მესამე
ივნისი 20, 2008ზოგი კაცი სიტკბოს ეძებს ყავაში. მე კი, პირუკმოდ: სწორედ სიმწარეს ვაფასებ ყავისას…
და სიყვარულიც…
სიყვარული იმდენად გამძლეა, რაც უფრო მეტი სიმწარე დაგრჩება მისგან.
დასასრულ, სიმწარე.. სიმწარე სიტკბოზე უფრო გამძლე ყოფილა თურმე…
ჩვენი ადამიანური სიგლახის ბრალია, ჩვენ რომ შორეული და მიუწვდომელი გვიყვარს მუდამ
მე მომენატრე ისე, როგორს აუხდენელი და შეუძლებელი მოენატრება ხოლმე ადამიანს
მომავალი ისევე ნაკლებად არსებობს, როგორც წარსული. ორივენი ჩვენი [...]
#2
ივნისი 20, 2008მე პირადად ასე ვხსნი ლაოკოონს: ჩვენ თუნდაც ცამდის ხელი ავყოთ, მამების ჩვენის ცოდვა ადრე თუ გვიან გვიწევს და მოგვახრჩობს, რადგან ჩვენი წინაპრების სისხლის გვაქვს ძარღვებში. და კაცთა მოდგმის ტრაგედია ისაა, რომ ჩვენ შეკრული ვართ მათი ვნებებით, როგორც ლაოკოონის მამა და ორი შვილი გველის მოქნილი სხეულით.
საერთოდ, მე არ მესმის “მამობის” გრძნობა. ვერ გამიგია: ვინ მოიგონა ეს, [...]
ნაწილი მეორე
ივნისი 20, 2008ეს “რა უნდა ეთქვა” ღიმილსა მგვრის.
ხელოვანმა ხანდახან არც კი იცის, რა უნდა თქვას, რადგან იგი არას “ამბობს “, არამედ ჰქმნის. ხელოვნური ნაწარმოები ისევე მოულოდნელად იბადება, როგორც მეტეორის ქვა ეცემა ციდან. მერმე ჩვენ მას შევხედავთ და ჩვენს გულისთქმას ამოვიკითხავთ მასში. ხელოვნური ქმნილება ალგებრულ ფორმულასა ჰგავს, იგი უამრავი ალეგორიების ჩამტევია და რამდენადაც ეს “რა უნდა ეთქვა” მკაფიოდ [...]
#1
ივნისი 17, 2008მეოცნებეთა მეურნეობა ცაში მოხერხდესო ეგებ..
ნაწილი პირველი
ივნისი 16, 2008პალიმფსესტი ისეთი ეტრატია, რომელზედაც ოდესღაც რაღაც წაუწერიათ, მერმე ის წაუშლიათ, სხვა წაუწერიათ. ასეთ ეტრატს სინათლეში რომ გახედავ. ძველსაც შეამჩნევ და ახლსაც. ასეთი პალიმფსესტია ჩვენი სულიც. ვიღაც მოდის, აწერს და შლის, აწერს და შლის… ხანდახან ისეც მოხდება ხოლმე, რომ ძველად წანაწერი უფრო საინტერესო ხდება ვიდრე ახალი..
ზოგიერთი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანს ჰგავს… ბოლომდის ჩაათავებ და ასე [...]
დავაყენე საშველი..
ივნისი 3, 2008ბოდიში მცირე პაუზისთვის.. რაღაც რომ დავწერო, ჯერ წაკითხვა ხომ უნდა.. მინდა გაგახარო(თ) და გითხრა(თ), რომ ეს ესაა დავამთავრე კონსტანტინე გამსახურდიას “მთვარის მოტაცება”.. წიგნის კითხვა კი იმიტომ დავიწყე, რომ სათურმა მომხიბლა.. მართალი ყოფილა, სათაურია ყველაფერიო .. ერთი სიტყვით ვიწყებ!!! სულ მალე იხილავ(თ) (სავარაუდოდ შემდგომი პოსტების სახით) ამოწერილ ფრაზებსა და ზოგიერთ ლამაზ ეპიზოდს\შინაარსს



ბოლო კომენტარები