რა აღარ..
არასოდეს მიწერია დღიურები..ალბათ იმიტომ, რომ განსაკუთრებული არც არაფერი ხდებოდა ხოლმე ჩემს ცხოვრებაში.. ან თუ ხდებოდა, ისე ცოტა ხნით, რომ აღქმას ვერ ვასწრებდი.. უბრალოდ,მიდიოდა და მიდის, თავისთვის, ბედნიერად და აუმღვრევლად
არც აქ მინდა ვწერო იმაზე, რომ დღეს მომინდა პაროდონტაქსის რეკლამის სცენარისტის ცემა. არც ის, რომ დილიდან მარცხენა მკლავს ვერ ვამოძრავებ და თავსაც ვერ ვაბრუნებ მარცხნივ… მახსოვს, მეოთხე კლასში მწვანე, თორმეტ ფურცლიან რვეულში როგორ დავიწყე მოთხრობების და ლექსების წერა.. პირველი ლექსი გაზაფხულზე იყო..(ახლა ყველაზე მეტად გაზაფხულს ვერ ვიტან) მეორე კაცებზე, რომლებიც თეფშებს ჭამდნენ.. მერე იყო მოთხრობა გუგულზე და ყვავზე… სიმბა და ბემბი არ მიყვარდა, დღემდე არ მიყვარს, ვერ ვუყურებ, არ შემიძლია.. კიდევ… ხო, სათამაშოებს არასოდეს ვაგროვებდი, ნებისყოფა არ მქონდა..კიდევ ის მახსოვს, ფიცი დავდე ერთხელ:ხორცს არასოდეს დავჭრი და თამაშს არასოდეს მივატოვებ-მეთქი.. ხატი, გახსოვს როგორ მასწავლე “მაიკების” კერვა? რა კარგია ისევ ჩემთან რომ ხარ.. რამდენი წელია უკვე.. და მაინც ვამბობთ ხოლმე რო ჯერ პატარები ვართ.. თუ ჯერ პატარები ვართ, მაშინ არც ისე მოკლე ყოფილა ცხოვრება, ჰა?
აზრების დალაგება მიჭირს.. ნელ-ნელა რა ემოციაც მოდის, იმაზე ვწერ ხოლმე დ ვურევ ერთმანეთს ყველაფერში.. რა იქნება ყოველდღე ქროდეს ქარი.. ისეთი დღეები მიყვარს.. ღრუბლიანი რომაა ცა, არ წვიმს მარა თბილი ქარი უბერავს.. მუსიკას რო აყვებიან ხოლმე ალვის ხეები..
ზამთარში, როცა მოღრუბლულია, ისეთი სიმყუდროვეა ქუჩებში, ხალხი კი დადის, მაგრამ მაინც სიმყუდროვეა.. ყველა თავისთვისააა.. მე- ჩემთვის.. ![]()
ასე, ორი დღით არ უნდა მივატოვო ხოლმე ბლოგი.. რატომღაც მნიშვნელოვანი გახდა, უნებურად.. და რო ვერ ვწერ ხოლმე დანაკლისის შეგრძნება მაქვს.. არადა დროის უქონლობის გამო არა.. უბრალოდ, არ მაქვს ხოლმე სურვილი.. და თუ სურვილი არ მექნება, მაშინ არც არაფერი გამოვა
Tags: :), მე, რეკლამა, ქარი, ყველაფერზე
You can comment below, or link to this permanent URL from your own site.
ოქტომბერი 18, 2008 at 13:47
კი მახსოვს თოჯინებს რომ ვუკერავდით ტანსაცმელს, და ისიც მახსოვს ერთხელ რომ გაგიკვირდა მე სახში ნემსს ხელში არ მაჭერინებენიო
, მერე ცოტა რომ გავიზარდეთ და უბანში შვიდქვაობანას რომ ვთამაშობდით ხოლმე ბავშვები,მარიას მაღაზიაში რომ ერთად დავდიოდით ხოლმე, რა აჩემება იყო მაინც
, მერე 1000 რამე მოხდა და ეხლაც ერთად ვართ და ღმერთმაქნას სულ ასე იყოს,ეხლა სამაგიაროდ დადიანზე სეირნობა გვიყვარს
მაგრამ მე მაინც მგონია რომ ჯერ პატარებივართ, ხო ალბათ არცისე პატარაა ცხოვრება, მთავარია ყოველი წამი გამოიყენო და ყველაფერი მოასწრო
ოქტომბერი 19, 2008 at 12:39
ეჰ.. რა იყო მაინც
განსაკუთრებით ჩვენი პრინცი
ოქტომბერი 19, 2008 at 15:00