Archive for დეკემბერი, 2008

კინო

დეკემბერი 29, 2008

რა სარგებლობა მოაქვს ბლოგერობას? რა და უფასო ბილეთი ქართული, საახალწლო, მხიარული  კინოს საყურებლად..სიმართლე რომ ვთქვა, აღარ  მეგონა რო საერთოდ ვინმე დაგვპატიჟებდა.. რა  მნიშვნელობა აქვს პრინციპში პერეზენტაცია იქნება თუ პრეზენტაციიდან მესამე დღე..გამიხარდა, რომ პირველი ნაბიჯები გადაიდგა ამ სფეროს ასაღორძინებლად ..
 ფილმს რაც ეხება, რა თქმა უნდა, დადებითი მხარეები ჭარბობს უარყოფითს.. პრინციპში უარყოფითი ბევრი არაფერი.. ბევრი მცდელობის  მიუხედავად, აზრიანი [...]

ამბავი..

დეკემბერი 27, 2008

ეს ბოლო დღეებია სულ ადრე მიწვეს ადგომა:შვიდზე, რვაზე.. ნუ ადგომით ზემოთ დასახელებული დროის მონაკვეთებიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ვდგები. ამ ინტერვალში მე გვარიანად ვიტანჯები, წამებული ვდგები და პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის შესრულების შემდეგ ვაღწევ დანიშნულების ადგილს.. განსაკუთრებით ცუდ ხასიათზე ვარ მაშინ, თუ ღამეც გვიან დავიძინე. აი მაშინ, მთელი დღის განმავლობაში ისე მტკივა თავი არც წამალი [...]

he loves me… he loves me not

დეკემბერი 25, 2008

მე, საერთოდ, არ გამოვირჩევი, როგორც ფილმების დიდი მოყვარული.. ყველაზე ბევრი ოცი კინო მქონდეს ნანახი ეს ფილმიც ის იშვიათი შემთხვევაა, როცა საერთოდ გამიჩნდა ყურების სურვილი.. ადრე მქონდა ნანახი, მარა ბოლო დროს თავს ხშირად მახსენებდა და..  თავის დროზე, ანუ როცა პირველად ვნახე, ძალიან ბევრი ვიფიქრე.. კინოზეც შეიძლება იფიქროს ადამიანმა, თან ძალიან დიდხანს.. მითუმეტეს  ასეთი შინაარსის [...]

მაისის ვარდები

დეკემბერი 20, 2008

ხანდახან რა უცნაურობები ხდება.. ისეთები, სულ რო თავი მოიკლა, ხელოვნურად ვერ “მოახდენ”..
 პირველი ვარდები.. პირველი თაიგული.. თუ არ ვცდები, მეხუთე კლასში ვიყავი, ჩემთან  ერთი ბიჭი სწავლობდა .. უცნაური ვინმე იყო, საოცარი თავმოყვარეობა ჰქონდა.. პირველი იყო მაშინ იმ ბიჭებიდან, რომელსაც შეეძლო მასწავლებელს შეპასუხებოდა და კარები გაეჯახუნებინა.. უცნაურად მეშინოდა ხოლმე ლაშასი, უნებურად მაიძულებდა პატივი მეცა მისთვის.. რაღაც ორივე [...]

ვაშავებ..

დეკემბერი 17, 2008

დღეს, უკვე გუშინ, ჩემი დის, ქეთის დაბადების დღეა\იყო.. ქეთუშ, აქაც გილოცავ და მაპატიე  რო ვერ გამოვხატავ ხოლმე სიყვარულს შენდამი, ისიც მაპატიე ხანდახან რო შენი არ მესმის.. კარგი და ჭკვიანი გოგო ხარ შენ!  
 საშინლად დაღლილი ვარ.. თვალების გახელილ მდგომარეობაში ყოფნისთვის მთელ არსებულ ენერგიას ვხარჯავ.. არც აზროვნება შემიძლია ნორმალურად.. ბუნდოვან კადრებად ჩანს გასული დღე.. მიკვირს nine [...]

კლიპების პრეზენტაცია “რუსთაველში”

დეკემბერი 15, 2008

მს შემდეგ რაც ბლოგერები  საჯაროდ გვიხმეს “ფორმულა კრეატივის” მიერ გადაღებული კლიპების პრეზენტაციაზე, პრობლემები არ შემწყდარა.. ხან რა მიშლიდა ხელს, ხან რა.. მაგრამ, საბოლოოდ, თითოეული მათგანი წარმატებით იქნა დაძლეული და მე მივედი კინოთეატრ რუსთაველში!! და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დანარჩენი ბლოგერები ცოცხალი არსებები არიან თან კარგი ცოცხალი არსებები..
   და რა არის ის, რაც თავის [...]

კიდევ ერთი, ახალი პოსტი

დეკემბერი 14, 2008

არანაირი თავგადაკლული მცდელობები.. ახლა უკვე ვიცი, რო შესაძლებელია ერთ დილასაც გაიღვიძო, კომპიუტერი დაინახო და, ჰოი საოცრებავ! არამხოლოდ არ მოგინდეს მისით სარგებლობა, ზიზღის გრძნობაც კი გაგიჩნდეს და მზად იყო პირველივე ფანჯრიდან მოისროლო მისი შემადგენელი ყველა “დანადგარი”..თან ვერც ის გილბობს გულს, რო შენს დინამიკს საშინელი კატასტროფა განაცდევინე (კიბეზე დააგორე) და დალეწილ-გაუბედურებულ-დაფხშვნილი მაინც მუშაობს.. ნუ ამოწევა-ჩაწევის დროს გვაწუხებს [...]

who made me do this to myself?

დეკემბერი 11, 2008

The person falling here is me.. the mistakes, i have made, won’t let anybody help me.. because my mistakes have taken me far away from “anybody”… no,no.. i will never say, that i’m alone.. i amn’T alone.. but sometimes, a part of my existence is not here..and.. oh, your question..
-where is it?
-what?
-a part of your [...]

არც ისე საინტერესო..

დეკემბერი 9, 2008

არაფრის კეთება არ მინდა ამ ბოლო დროს.. აი უბრალოდ არსებობა მინდა.. ვალდებულებების გარეშე, ემოციების გარეშე, შიშისა და საკუთარი სურვილების გარეშე.. აი ასე შემიძლია ვიჯდე მონიტორის წინ, ძალიან ხმადაბლა ვუსმენდე რაიმე მონოტონურს და ვუყურებდე  თოვლის ამ იმიტაციას.. დღეს ხატია წავიყვანე, სახლიდან გასვლა მინდოდა ცოტა ხნით.. ვიარეთ ცოტა ხანს და წამოვედი სახლში.. სამეცადინოც მაქვს, კიდევ რაღაც იდეები, [...]

ნისლი

დეკემბერი 8, 2008

იმიტაციაა ნისლი თოვლის (ჩემი უმორჩილესი თხოვნაა ზემოთ წარმოთქმული წინადადების შინაარსი, წყობა და ა.შ თქვენ დაალაგოთ, მე მეძინება : ) უბრალოდ საჭიროა ამ ბლოგზეც ითქვას ამ მოვლენაზე ერთ-ორი სიტყვა..ისე, რა სუფთა ჰაერია და რა ზამთრის სუნი ტრიალებს ჰაერში.. გარეთ დაიძინებდა კაცი.. )

ჰაიკუ, მუსიკა და :)

დეკემბერი 6, 2008

იაპონური პოეზიის ერთ-ერთი მიმდინარეობა ყოფილა ჰაიკუ.. მეტს ნუღარ მათქმევინებთ, სხვა დანარჩენისთვის ეს არსებობს ხოდა ეს მომეწონა ძალიან:
    ისე ჩემი ხარ
    ასე მგონია,
    რომ გაჩუმდე
    გაგახმოვანებ..
ღამის პირველი საათია.. მეძინება მარა აღმოვაჩინე, რო dolores o’riordan-ს სასწაულად ტკბილი კი არა, უცნაურად კარგი ხმა აქვს და ვერ ვშორდები.. სიზმარშიც რო მესმოდეს არ შეიძლება? გათენდეს რა მალე.. აი [...]

…?

დეკემბერი 5, 2008

რამდენი ხანია დღის სინათლეზე არ დამიწერია.. ახლა მოვედი სახლში.. არ მიყვარს, მართლა არ მიყვარს მზიანი ზამთარი.. დილას თვალს რომ ვახელ და ცისფერ, უღრუბლო ცას ვხედავ, საშინლად მაღიზიანებს.. ამ მზეს სითბო მაინც არ აქვს, ხომ მაინც ცივა და ბარემ მოიღრუბლოს რა.. ვერ ვგრძნობ კარგად თავს ვერც ღრუბლიან ზაფხულში და ვერც უღრუბლო ზამთარში.. საშინლად მოქმედებს ეს ყველაფერი [...]

საზამთრო პოსტი

დეკემბერი 1, 2008

ჩემი დროც დადგა..