არეულ-დარეულ-გადარეული პოსტი..

    დგება ხოლმე დრო, როცა უსუსურობის განცდა ისე მძაფრად შემოგიტევს, სუნთქვა გეკვრის.. “ვერაფერს შეცვლი!” – ვიღაც ჩაგყვირის ყურებში.. ამ დროს დანებებაც გინდა და ბრძოლაც.. მაგრამ ბრძოლა ძნელია, დანებება კიდევ უფრო უარესი.. ორ უარესს შორის უფრო უარესი სჯობს ალბათ.. ნაკლებად დააბრალებ თავს რამეს.. სიცოცხლე ყოველთვის კარგია, რადგან, უბედურებას პრაქტიკული საზღვრები არ აქვს და ის შეიძლება გაცილებით ცუდი იყოსო.. ვინ იტყოდა სხვა..ჯემალ ქარჩხაძე.. როგორ მომენატრა.. ბოლო გამოცდა 14-ში მაქ და როგორც კი იქიდან გამოვალ,  სახლში მოსული, მაშინვე “ქარავანს” წავიკითხავ.. აბელი მომენატრა საშინლად.. მონატრებასაც ცოდნია სუნთვის შეკვრა..
  დღეს ესენი დაგვირიგეს..  ბარათზე ყველა გამოცდის დრო და თარიღია მითითებული.. სურთი არ მომწონს ჩემი..თუმცა.. რისთვის.. სულ არ მაინტერესებს.. ეს დღეებია ვფიქრობ…მგონი რაღაც შეცდომა დავუშვი.. მოკლედ.. თუ მივხვდები, რო რაღაც ისე ვერაა.. გამოვიტან საბუთებს.. და მერე.. მერე ალბათ მეცოდინება.. ბავშვობის ოცნება? არა, ის არ იყო რასაც ვაპირებ.. მსახიობობა მინდოდა.. ახლაც მინდა და ვიცი, არც გამივლის.. უბრალოდ გვიანაა.. Photo0502 Photo0503
გამარჯობა, ქრისტი.. მე ის ვარ,ვინც უნდა გითხრას შენ: დააგვიანე! იქნებ, როგორმე, მერე, სხვა ადამიანად თუ დაიბადები..
 

ეს სიმღერა მეღიღინება( Cranberries-Dreams )ბოლო დღეებია.. ამ სიმღერით რო გავდივარ სახლიდან თავი მეგ რაიანი მგონია :D

Explore posts in the same categories: მე

Tags: , , , , , , , ,

You can comment below, or link to this permanent URL from your own site.

2 Comments on “არეულ-დარეულ-გადარეული პოსტი..”

  1. pawu Says:

    I`m firs… :D ხო რა მინდოდა ე.ი გილოცავ ბარათის ღირსებას… მაგ სურათი კიდე არავის მოწონს საშინელი გაკეთებულია ვაფშე ყოველთვის ასე რომ… :)

  2. teo da melita Says:

    warmatebeeebs gisurveeeeebt!!!


Comment: