tsutsaoba აბაზანაში..
აი ასე ზეპირად ლაპარაკი რა არი ისე. არ ჯობია, როცა ბლოგზე წერ, ვიღაცას მიმართო და ისე წერო.აი, მაგალითად, სოფელში, საწოლის თავზე, ჭერზე რაღაც ძველი ფიგურები ჩანდა, სანამ გადაღებავდნენ..ხოდა იქ მყავდა “მილორდი”, პირდაპირ წოდება ერქვა…ნუ ჩემს გარდა მილორდს ვერავინ ხედავდა და ველაპარაკებოდი ხოლმე დილაობით.. “დილა მშვიდობისა, მილორდ, როგორ გეძინათ მაგ ჭერზე მიბრტყელებულს?.. ხოდა ასე..
აქაც მინდა ვინმე, მილოდისნაირი.. რო შემოვალ, მივესალმები ხოლმე, დაველაპარაკები…
შეკითხვა: რას უნდა აკეთებდეს ადამიანი, რომელსაც გამოცდამდე ერთი დღეღა აქვს დარჩენილი?
-ალბათ უნდა იჯდეს ან სხვა, რომელიმე ჩვეულ მდგომარეობაში მყოფი იმეორებდეს, იხსენებდეს ნასწავლს..
-აააარაა.. არა.. მაგას არ ვაკეთებ..
-მაშინ, როგორც ჩანს, მას უკვე ნასწავლი აქვს ყველაფერი და უნდა ისვენებდეს.. გონებას განტვირთვის საშუალებას აძლევდეს, რამე მსუბუქს კითხულობდეს, ახლობლებთან საუბრობდეს, ნერვიულობის საშუალებას არ აძლევდეს თავს..
-მმმმ.. კარგი იქნებოდა, მაგრამ არა, არც მაგას ვაკეთებ..
რატომ?
იმიტომ, რომ ჩემს სახლში არსებობს და თნაცხოვრობს ფენომენი, სახელად ქეთო..
ვიყავი დღეს, ჩემთვის, წყნარად ვღიღინებდი რაღაცას, ნახევრად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი და უცებ.. უცებ ყველანაირი ძალადობრივი მეთოდის გამოყენებით ჩემს ოთახში თვითნებურად შემოჭრილი ქეთო მშვიდი სახით, მარა აღელვებული ტონით ამბობს: აუ, ბანაობისას “კრანი” გავტეხე.. (!) მუხლით!
მე უცებ წარმოვიდგინე როგორ ტეხავს 15 წლის გოგო აიი რაღაც დიდი რკინის კონსტრუქციას მუხლით.. (გაპატიოს, ქეთო, ჯეკი ჩანის სულმა! )
მარტო სიტყვიერად ამის დაჯერება ცოტა რთულია, მარა არც უეჭველმა მტკლიცებულებამ არ დააყოვნა და უცებ გავაცნობიერე, რა ხმას გავიგებდი ნიაგარას ჩანჩქერთან რო მოვხვედრილიყავი..
რაის გამოცდები, არიქა, წაგვლეკა წყალმა..
რაც კი წყლის ამოსახაპი საშუალება მოგვეპოვებოდა სახლში, ყველას მობილიზაცია აბაზანაში მოვახდინეთ
ამას + ბრტყელტუჩები და სხვა მსგავსი საყოფაცხოვრებო ნივთები..
ჯერ ასე იყო:

ასეთი სახის ჩარევის მერე (და ეს ჩარევა, ღმერთმანი, მდგომარეობის გამოსასწორებლად იყო)

ამ ყველაფერმა მიიიღო ასეთი სახე:

მე კიდევ ასეთი:

მერე, მივაგენით იმ ონკანს, რომელიც კეტავს საერთოდ სახლში წყალს და ბრძოლის ველი ნაყარ-ნუყარებისგან გავწმინდეთ.
სტიქიასთან ბრძოლის შემდეგ:

რაც მთავარია, ასეთ კრიტიკულ სიტუაციებში არასოდეს მავიწყდება ბლოგი და მთელი იმ დავიდარაბის განმავლობაში სულ “ბლოგზე დავწერ”, “ბლოგზე დავწერს” ვყვიროდი
ივლისი 1, 2009 at 00:35
კარგად გაგრილებულხარ.
ივლისი 1, 2009 at 01:24
: )
REAL BLOGGER
ივლისი 1, 2009 at 02:36
ვაიმე რადენი ვიცინეე! საღოლ გირლზ!!
ივლისი 1, 2009 at 02:59
რა საყვარელი ხარ :*
ივლისი 6, 2009 at 01:44
მე მოვითხოვ შენთან მეგობრობას!
ივლისი 15, 2009 at 14:20
Sweet Baby Girl -ვაიჰ! მოთხოვნა ძალაში თუ რჩება, აუცილებლად შესრულდება
ივლისი 24, 2009 at 03:21
რა თქმა უნდა იგი მუდამ ძალაში იქნება!!!
ივლისი 16, 2009 at 13:18