მეშემოდგომასაღამოება…
Archive for სექტემბერი, 2009
Redemption
სექტემბერი 27, 2009კვირა
სექტემბერი 26, 2009 ეს პოსტი (და კიდევ ბევრი უხვად არსებული პოსტი) არის მათთვის, ვისაც აინტერესებს როგორ ვცხოვრობ მე
გავიდა სწავლის ერთი კვირა. იცით ეს ერთი კვირა რა ერთი კვირაა?
არის:
ნერვიულობის- რომელიც პირველივე დღიდან მიმყვებოდა და დღემდე გრძელდება, ჩემივე მიამიტობის გამო, და კიდევ იმის გამო რო აბსოლუტურად ყველაფრის მჯერა, რასაც მეუბნებიან.. აი ყველაფერს ვიჯერებ.. წინასწარ მისკდება გული იმაზე, [...]
ლექციების პირველი დღე
სექტემბერი 21, 2009ნამდვილად იმსახურებს ეს ამინდი იყოს შემოდგომის ამინდთაგანი… ისე ყოველთვის როგორ გიმსუბეუქებს ამინდზე ლაპარაკი სათქმელის თქმის პროცესის დაწყებას..
მართლაც, რა არი იმაზე კარგი საპოსტი მასალა,ვიდრე პირველკურსელისთვის ლექციების პირველი დღე.
როცა მეორე უცხო ენის არჩევაზე მიდგა საქმე, ფრანგულს, გერმანულსა და თურქულს შორის ამ უკანასკნელს დავუჭირე მხარი ერთხმად.. ჰმ..მიზეზი რაღაც ძალიან ღრმაგონებრივი ნიუანსია.. აი სულ ვიცოდი და დარწმუნებული [...]
სხვა-ნაირი პოსტი
სექტემბერი 19, 2009-სინამდვილეში სიცოცხლე მოლოდინია..მკითხავ ალბათ და გიპასუხებ: ყოველი კონკრეტული წამიდან შემდეგი წამის მოლოდინი, შემდეგი საათის, დღის, შემდეგი წლების მოლოდინია..
-სულ ცოტა, ელოდო როდის მოგშივდება ისევ და მეტი.. ელოდო როდის აღსრულდები (შესრულდები, როგორც ერთი, კონკრეტული ადამიანი.. გარდაიცვლები) .. განა ეს ერთი და იგივე მოლოდინია?
-ერთი და იგივე, არსითა და შედეგებით განსხვავებული, მაგრამ მაინც ერთი და ერთადერთი, აღარასოდეს [...]
Muse – Uprising (Official Video)
სექტემბერი 17, 2009ოხშივარი ასდის, ფაქტობრივად..
made by me #1
სექტემბერი 15, 2009ამ ბოლო დროს ჩემში ხელოვანმა გაიღვიძა.. მარა არ გამოფხიზლებულა ჯერ კარგად.. წყალს შევასხამდი სახეზე, რომ არ მეშინოდეს..
ხო,ტექსტი არი რაღაც ძაან სენტიმენტალური სიმღერის….რაც კეთების დროს ჩამესმოდა..
the იდილია
სექტემბერი 13, 2009and
and… rainy night…
და ის იდგა როგორც სიტყვა: “გავძეხი”
სექტემბერი 13, 2009ეს იგივეა, სიკვდილმისჯილმა ჯალათს მოჰკვეთოს თავი. ან თეთრი გედი სიკვდილის წინ ახარხარდეს. ეს იგივეა, მზის გულზე იწვე და ვარკსვლავები ითვალო, თვალისმმომჭრელმა სიბნელემ დაგაბრმავოს.. ეს შეუძლებელზე მეტია და შესაძლებელზე ნაკლები.. ჩვენი ფანტაზიის + და – უსასრულობები.. ბოლოში ვერასოდეს გახვალ, თუმცა მისი არსებობა გეცოდინება და მიუწვდომლობა დაგტანჯავს,მოგიღებს ბოლოს..
ბოლოს და ბოლოს ისწავლი როგორ შეეგუო იმას, რაც [...]
09.09.09 უნივერსიტეტში
სექტემბერი 9, 200909.09.09 ქრისტინეს მოსწონს ეს თარიღი.. განსაკუთრებით იმიტომ, რო დღეს გავიარე რეგისტრაცია (მომავალში იმედია ეპითეტ “საყვარელს” გამოვიყენებ სადაც ჩემს უნივერსიტეტს ვახსენებ) უნივერსიტეტში..
შესვლისთანავე დაგვირიგეს აი ეს ჩანთები,რომლებშიც საბუთებთან და სტუდენტურ ცნობართან ერთად ტელეფონის ეკრანის საპრიალებელიც იდო..
ნუ ამ აღსანიშნავ მოვლენას წინ უძღოდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის სიტყვა, მანვე გაგვაცნო ფაკულტეტების დეკანები, ლექტორები.. ყველა ის ადამიანი, რომელთანაც [...]
back again..
სექტემბერი 6, 2009აი ის ფანჯარა რო გაიხსნა, სადაც პოსტი უნდა დამეწერა,უცებ ბავშვობის ის შეგრძნება გამახსენდა, პოლიკნინიკაში რო მივყავდი ხოლმე მშობლებს სისხლის ანალიზის ასაღებად. აშკარად ვგრძნობ ჩემი პასუხისმგებლობა ბლოგისადმი ნელ-ნელა ისეთი უჩინარი ხდება, რო საერთოდ აღარ მაწუხებს. თუმცა,მიუხედავად ყველაფრისა,არ მინდა აქაურობის მიტოვება, ვერ ვთმობ.. ისეთი კარგია როცა ადრინდელ პოსტებს კითხულობ, როცა წარსულს რაღაცნაირად მაინც ფიზიკურ სახეს აძლევ.. და [...]
the other..
სექტემბერი 4, 2009ჩემი უსაზღვრო ნარცისიზმიც კი არ მაძლევს საშუალებას ვიფიქრო, რო ის “სხვა” მე ვარ..
fall..
სექტემბერი 2, 2009იქნებ შემოდგომამ მაინც გაჟღინთოს ჩემი გამომხმარი გონება..
იქნებ მომცეს შთაგონება, მეტი ფიქრისთვის, მეტი წერისთვის, მეტი მუშაობისთვის.
შემოდგომა ვერ გპატიობს უაზრო, უშინაარსო ყოფას..
და სევდიანი, მყუდრო, ნელი რითმებით გითრევს ჭკნობის სამყაროში.. ნელ-ნელა.. გაჩვევს..
ამ დროს ბუნება კვდებაო.. არადა არასდროს ისე ლამაზი რა მეჩვენება გარშემო ყველაფერი, როგორც შემოდგომზე..
მაშინ სიკვდილი ლამაზი ყოფილა…
ან შემოდგომაა მართლა სასწაული.. ბუნების კვდომის ლამაზი სასწაული..
ერთი სული მაქვს როდის [...]



ბოლო კომენტარები