Espresso Macchiato..

  Hey you,  

ყველაფერი ერთ წამში ხდება. ბოლოს ორ მოკაშკაშე წერტილს დაინახავ, ხმაურად გადაქცეულ ათას ერთმანეთში აბურდულ ხმას გაიგონებ და რაღაც მანქანებით მაინც შეძლებ თითოეული მათგანის გარჩევას. მერე ცოტათი გეტკინება, სხეულქვეშ ჰაერის ძლიერ ნაკადს იგრძნობ..

მთავარი მაინც ის ორი მანათობელი წერტილია, ამიტომ თუ ოდესმე მანქანა დაგარტყავთ, ჯობია ეს ღამით მოხდეს, მერე გონს რომ მოხვალთ მთელი ამბის დრამატულობა ზუსტად იმ ადგილს მიაღწევს პიკს, როცა თქვენ იტყვით, რომ ის ორი მანათობელი წერტილი იყო უკანასკნელი რაც მაშინ დაინახეთ. და ეს ყველაფერი დღისით რომ მომხდარიყო? დიდი-დიდი მძღოლის შეშინებული და ”კარგი იქნება ეს ყველაფერი ჩემს თავს არ ხდებოდეს ” სახე დაინახოთ, რაც ნაკლებად დრამატულია და თან რად გინდათ თქვენს უნიკალურ ამბავში ვინმეს სახე გარიოთ?

ამიტომ, თუ ოდესმე მანქანა დაგარტყავთ, ეცადეთ ეს ღამით მოხდეს- გავიფიქრე მაშინ, როცა როგორც იქნა ტროტუარზე დავდგი ფეხი, ის ვერცხლისფერი ”BMW” ისევ ისეთი სისწრაფით მიქროდა, სიბნელეში მის უკანა ფარებს შევხედე და მივხვდი, რომ ქართველ მძღოლებს შუქნიშნები, საგზაო მონიშვნები და საგზაო ნიშნები ქუჩის მოსართავები ჰგონიათ და უხარიათ, რომ ყველაზე ლამაზად მორთულ ქუჩებში ისინი დადიან.

სინამდვილეში ამ ამბის კარგი მხარე ისაა, რომ მთელი ეს ამბავი მაშინ გადამხდა თავს, როცა მორიგი საღამოს სეირნობიდან სახლში ვბრუნდებოდი.  არაფერი განსაკუთრებული, სახლიდან ისეთი მარტივი მიზეზით გახვალ, როგორიც წიგნის ყიდვაა ან უბრალოდ მარშუტკიდან მაშინ ჩამოხვალ, როცა სახლამდე საკმარისად შორი მანძილია დარჩენილი და სეირნობაც გამოგივა..  ასეთ დროს ისეთ რამეებზე ფიქრობ, რომელთა შესახებაც ფიქრი თავში აზრად არ მოგივა სხვა დროსა და სხვა ვითარებაში. თანაც, რა თქმა უნდა, მთელი ეს საფიქრეთი დიდი აბურდული რამეა, აი ფსიქოლოგიური ჟანრსი ფილმებში რომაა ხოლმე, ვინმე თეთრბილეთიანი კუთხეში მიყუჟული ხელებშეკრული პერსონაჟი რომ ბუტბუტებს და თან კაცმა არ იცის როგორ და რა ლოგიკით უკავშირებს ერთმანეთს მთელი ამ ნაბუტბუტარის შემადგენლობას.

საბოლოოდ მაინც წერას გადავწყვეტ. როგორც ყველა მწერალს მეც მექნება განსაკუთრებული ხუშტური: ბევრ ყავას დავლევ ხოლმე. როგორც ახლა.. გულის ბაგაბუგს რომ ვგრძნობ და წნევა ყურებში მაწვება, თავბრუს მახვევს და მგონია ამაყენებს და გარეთ საგუნდაოდ გამიყვანს.. ჰოდა მერე რა რო თოვს  Makes no sense at all 

ჰოდა ხანადახან (ერთხელაც) გაიზრდები და მიხვდები, რომ შენი ცხოვრება მარტო შენ არ გეკუთვნის და თუ ცხვირს წაიმტვრევ კიდევ ბევრ ადამიანს ეტკინება ცხვირი და შეწუხდებიან მარა მერე დრო გავა და ძალიან ბევრი დრო რომ გავა, მერე მიხვდები, რომ შენი ცხოვრება თურმე მარტო შენ გეკუთვნოდა და ის ნატკენი ცხვირები აღარავის ახსოვს, მითუმეტეს არც შენ გახსოვს და ის მაშინ რომ ერთად გტკიოდათ ცხვირები ცხოვრების სასიამოვნო კანონზიმიერებაა და მეტი არაფერი… ჰოდა ის, რო შენი ბრალია თუ კარებთან,  წერილები აღარ გხვდება.. შენი ბრალია და სხვისი არავისი ამქვეყნად, იმიტომ, რომ ცხვირს გაუფრთხილდი.. და კიდევ ის, რომ ძალიან მაგარი უნდა იყო მეორე შანსი რომ დაიმსახურო და თუ დაიმსახურებ ეს მანამდე მოხდება, სანამ მიხვდები, რომ სხვის ცხვირებზე მეტად საკუთარ ცხვირზე უნდა იფიქრო და შესაბამისად ვერც იმ მეორე შანსს გამოიყენებ და მორალი ისაა რო მეორე შანსიც  Makes no sense at all…

წერა შველის… 

Hey you,  დუ იუ სტილ რიდ მაი ბლოგ?

Explore posts in the same categories: მე

2 Comments on “Espresso Macchiato..”

  1. natia121 Says:

    heh dabrundi<3 yeah, i still read your blog:)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s


Follow

Get every new post delivered to your Inbox.