Archive for the 'მე' Category

ჩვენი საახალწლო ვიდეო

დეკემბერი 30, 2009

მაშინ, როცა ქაღალდებით,წიგნებითა და ქსეროქსებით გარშემორტყმული ზიხარ და ბედნიერად თანაარსებობ აწ უკვე ნახსენებ მაკულატურასთან (ბედნიერებად თანაარსებობაში იგულისხმება ის,რო ისინი თავისთვის ყრიან და სულაც არ გახსნებენ რო თუ ახლავე არ მიაქცევ ყურადღებას, მათ პატრონს არც ისე კაი ნიშანი ექნება ფილოსოფიაში სემსესტრის ბოლოს, მაგრამ, როგორც ვთქვით, ჩემი მაკულატურა დუმს)

მაშინ, როცა ღამის ორი საათი სრულდება და დილას [...]

არსენალი…

დეკემბერი 24, 2009

ჰო, კარგი, დავიძინებ.. მათქმევინე ოღონდ ჯერ .. ჯერ შეიცადე, მათქმევინე ორიოდ სიტყვა.. ასე ამბობს ჰო?
გადავწყვიტე..
აღვიჭურვები..
სიყვარულგაუმტარი გულით..
რეალობის ქარქაშში ჩაგებული ოცნებების ხმლით..
იმედით გადავტენი იარაღს..
მოთმინებას ავიფარებ ფარად..
რწმენის ჯავშანტექნიკას ვუხმობ..
გადავამოწმებ ღიმილის ავიაციას..
ფრონტის ხაზზე გამოვალ..
არ შემეშინდება..
წავიშლები და თავიდან დავიწერები.. უფრო გასაგებად..თუ გავიმარჯვე…

ქეთო

დეკემბერი 16, 2009

ერთხელ დედასთან მივირბინე, კალთაში ჩაგიჯდები-მეთქი.. უარი მითხრა, დიდი მუცელი ქონდა ძალიან და პირველად მაშინ ვიეჭვიანე ჩემს დაზე.. არ უნდა მახსოვდეს წესით, სამი წლის ვიყავი მაშინ, მარა “ჩემია” სინდრომი ისე მქონდა და მაქ გამძაფრებული, ყველაზე ძნელად მაგის კონტროლი მიჭირს.. რა შუაში ვარ მე.. ჰოდა ქეთოზე ვყვებოდი..
დღეს 16 წლის გახდა.. ოქროს დაბადების დღე ქვია ჰო რიცხვის [...]

როგორ ხარ (?)

დეკემბერი 13, 2009

ერთი მოსმენით (წაკითხვით, შეხედვით.. ურთიერთობის სახეობაზეა დამოკიდებული, კაცმა რო თქვას) უწყინარი კითხვაა ჰომ?
და მაინც.. აი რა აინტერესებს ადამიანს, რომელიც ამ კითხვას გისვამს..აინტერესებს კი საერთოდ ?მოდი თავიდანვე გამოვრიცხოთ ეს საუბრის დაწყების უღიმღამო გზა, “რამე ხო უნდა ვთქვა” გრძნობა.. როცა მართლა აინტერესებთ როგორ ხარ..
რა უნდა უპასუხო ამ დროს, თან ისე რო დუმილი შემაწუხებლად არ [...]

რიგითი პოსტი

დეკემბერი 12, 2009

ხოდა მოვედი.. როგორც იქნა, მეთქი საქმე მაინც არ მაქ პოსტს დავწერ..ჰო რა, დროის გაყვანის ერთ-ერთ ხერხად რო მექცა ფაქტია, მარა რატო.. აი რატო?
დღეს რატომღაც (!) სარკეში ჩავიხედე და მგონი მართლა ვარსებობ- აი ასეთი რეაქცია მქონდა.. ჰოდა წამოვიდა მერე ლოგიკური კითხვების მთელი არმია.. კი მაგრამ, თუ ვარსებობ რატო ვერ აღვიქვამ ამ ჩემს არსებობას.. აი ისე [...]

აქ..

დეკემბერი 6, 2009

აქ რო თოვლი მოდის და ეს ლამაზი სურათები რომაა და საშინლად რო მემყუდროვება და მეჩემსახლება აი ამიტომ მზად ვარ უარი ვთქვა ყველანაირ რეალურ რამეებზე და აქ გადმოვცვხოვრდე.. როგორ ლამაზია აქაურობა ე.. საკუთარი ბლოგისადმი ნარციზისმის მსგავსი სინდრომი ნორმალურია? ყოველი ჩემი გაფიქრება, გონებაში გავლებული ყოველი აზრი მინდა აქ დავწერო, მაგიტომაც რაღაც სტიქიურად მოსული პოსტებით გაივსო აქაურობა..
დღეს გვიანობამდე [...]

სათამაშო

დეკემბერი 4, 2009

სათამაშოების მაღაზიიდან გამოვიდა ბავშვი, ცრემლიანი თვალებით.. უკან აღარ მოუხედავს..                                                                                       ნუ გახსნით სათამაშოების [...]

წადი

დეკემბერი 4, 2009

თუ გინდა წადი… ჰო, შენ.. წადი თუ გინდა..
აქ ბევრი სიტყვა უნდა იყოს..
ასე უცბად თუ შემისრულებდი თხოვნას ვერ ვიფიქრებდი..
ზუსტად ერთ წამში..
გმადლობ..

გავორიათასათდებით მალე

November 27, 2009

5 წუთის წინ პირველი საახალწლო რეკლამა ვნახე და უცებ ვერავინ ვიპოვე გარშემო რო მეხარებინა და აქ დავწერ რა.. თან ექსპო ჯორჯიაში საახალწლო რაღაცეების გამოფენა იწყება 20 დეკემბრიდან და რა ამბავი იქნება.. ბევრი ბრჭყვიალა და ჭრელი ნივთები, ტკბილი და გემრიელი პირის ჩასაკოკლოზინებელი რაღაცეები.. მმმმ.. 

უბრალო-დ

November 24, 2009

დროის მანქანა, დროის მანქანაო რო გაიძახიან, ცდებიან იცოდე.. არსებობს ის.. ოღონდ ცალმხრივად.. წარსულითვის არსებობს მარტო.. აი ეს მუსიკა რო მესმის ახლა, გგონია აქ ვარ? ეს მუსიკა რო მესმის ახლა, გგონია ახლანდელს ვგრძნობ რამეს? როგორ შეუნახია ყველაფერი.. ამ მუსიკას ყველაფერი შეუნახია.. აქამდე, ჩემგან დავიწყებული, მიცდიდა, მიცდიდა.. სავსე იყო მაშინდელით.. წამიყვანა იქ, უკან..

იდიოტური signs..

November 22, 2009

სოფელ წელცომეს პერიფერია

ტუალეტში თევზაობა თუ აკრძალეს ერთი ჰობით ნაკლები მექნება

well..drive as you wish..

well.. don’t drive !

აქ შეიძლებოდა ყოფილიყო თქვენი ნიშანი..
ზღარბთა დაცვის საერთაშორისო ფონდთან არსებული ძროხებზე ძალადობის ფაქტების აღმკვეთი საერთაშორის ფონდი
ბილწსიტყვაობის მაპროვოცირებელი კიდევ ერთი უფასო რამ
ამათი რძე დაგილევიათ?
იქნებ ეს speed age-ით შეეეცვალათ?
სულ მაინტერესებდა ორი რამ: [...]

Dave Dee, Dozy, Beaky, Mick & Tich

November 18, 2009

why have you @$%#$ made me watch this $%$#$%# movie! !

 
რომელია იმ განსაკუთრებულ შემთხვევათაგანი როცა თავს უხერხულად ვგრძნობ და მირჩევნია მიწა გამისკდეს? როცა ფილმზე მეკითხებიან ხო არ გაქვს ნანახიო და მე იმედი მაქვს რო ეს ფილმი ჩემი 20 ფილმიანი ბიუჯეტიდან იქნება და აღმოჩნდება რომ არაა.. არადა ყოველდღე იმ ადამიანების გარემოცვაში ვარ, ვინც მაიძულებს ძალიან ხშირად [...]

ჩემი ლიტერატურული ანკეტა

November 5, 2009

მაჩვენე შენი ლიტერატურული ანკეტა და გეტყვი.. ბევრის თქმა შეიძლება, არა, კლიმ?
თინის თხოვნით ვავსებ ჩემს ლიტერატურულ ანკეტას (რომელიც არც ისე ვრცლად მოითხოვს ლიტერატურული თავგადასავლებზე ამბებს, მარა პრინციპში ასე სჯობს.. )
1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?
ჯემალ ქარჩხაძე-მდგმური.. შტაბეჭდილებებისგან დღესაც არ ვარ თავისუფალი და მგონი არც არასოდეს გამივლის..
2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი
ჰმ.. სამი..
3. [...]

აღშფოთება, როგორც ასეთი

November 1, 2009

მაშინ, როცა ზუსტად ორი თვე რჩება ამ წლის დასრულებამდე მე ვზივარ და ვწერ..
აგერ უკვე მეცამეტე წელი სრულდება, რაც უღვთოდ მიტენიან თავს იმით, რაც არ მაინტერსებს.. რისი სწავლაც არ მინდა.. რაც არ მინდა რო ვიცოდე..
კეთილი ინებე, ძვირფასო საზოგადოებავ, და მიმიღე უცოდინარი იმისა, თუ რას ფიქრობდა ციცერონი რიტორიკის როლსა და მნიშვნელობაზე თავის განუვითარებელ სამყაროში… მიმიღე მაინც თუ [...]

ჩემი მაკულატურა

ოქტომბერი 25, 2009

დიდი ხანია უკვე რაც წიგნებთან (ნუ სახელმძღვანელოებთან ამ კონკრეტულ და განსაკუთრებულ შემთხვევაში) ვატარებ დღეების უდიდეს ნაწილებს.. ფურცლებ+ამოხეულები, სათაურებში ასოების+ მრგვალ +ნაწილ +გაფერადებულები, გამომცემლობის სუნით გაჟღენთილები და თაროების ჯურღმუელბიდან ახლახან ჩამოღებულები, ყდიანები და უყდოები, სხვების ასლები და ორგინალები.. მოკლედ მათი უდიდებულესობა ჩემი წიგნები… ფურცლები, რვეულები-ზამბარიანები და საერთოდ კაცმა არ იცის რა ძალით დაკავშირებულ ფურცელთა ერთობლიობები.. [...]