ჩემი მაკულატურა

Posted ოქტომბერი 25, 2009 by qristine
Categories: მე, წიგნები

608798014_2284dc1aaaდიდი ხანია უკვე რაც წიგნებთან (ნუ სახელმძღვანელოებთან ამ კონკრეტულ და განსაკუთრებულ შემთხვევაში) ვატარებ დღეების უდიდეს ნაწილებს.. ფურცლებ+ამოხეულები, სათაურებში ასოების+ მრგვალ +ნაწილ +გაფერადებულები, გამომცემლობის სუნით გაჟღენთილები და თაროების ჯურღმუელბიდან ახლახან ჩამოღებულები, ყდიანები და უყდოები, სხვების ასლები და ორგინალები.. მოკლედ მათი უდიდებულესობა ჩემი წიგნები… ფურცლები, რვეულები-ზამბარიანები და საერთოდ კაცმა არ იცის რა ძალით დაკავშირებულ ფურცელთა ერთობლიობები.. მაკულატურა ჩემს გარშემო..

აი ახლა ამ დაკუჭულ ქაღალდთა გროვას რო ვუყურებ,გული მიკვდება.. ხო შეეძლოთ აქ გდების ნაცვლად ნახშირორჟანგი ჟანგბადად გადაექციათ.. სადმე ტყეში ეშრიალათ ამათ ფოთლებს და ერთი უბრალო ადამიანის განსანათლებლად თავი არ გაეწირათ (საკითხავია, ნებით? )

წავედი მე აბობოქრებულ ნილოსს გადავლახავ და პაპირუსს მოვიტან ცოტას…

ფელამუში

Posted ოქტომბერი 20, 2009 by qristine
Categories: მე

რა ატრალებს ამ დედამიწას ასე ჩქარა, რა!!!!!!

ბევრი შენ

Posted ოქტომბერი 20, 2009 by qristine
Categories: მე

მითხარი, გაგჩენია სურვილი ყოვედღე სხვადასხვა ადამიანად გაღვიძებისა? გაიღვიძებ და ის აღარ ხარ ვინც წინა ღამით დაიძინა.. მარა არ განიცდი.. იმიტო რო ყოველ დილას გავიწყდება ვინ იყავი გუშინ და მთელი სხეულითა და სულით ეკუთვნი ახალ, ერთდღიან ცხოვრებას..

გაიღვიძებდი და სხვა კაცებთან ერთად წახვიდოდი სანადიროდ საგულდაგულოდ გამზადებული ქვის იარაღებით.. ნადირობა გეყვარებოდა, გამოცდილი და ფრთხილი მონადირე იქნებოდი.. უკან ზურგზეირემაკიდებული დაბრუნდებოდი და შენს მრავალრიცხოვან ოჯახს სამართლიანად გაუნაწილებდი სისხლიან ხორცს ახალგატყავებული ირმისას….. ცოლი სახლში კენკრას და მცენარეების ფესვებს დაგახვდერებდა.. ივახშმებდით ერთად, ისე ჩაგითრევდათ ჭამის პროცესი, თითქოს მხოლოდ ამისთვის ყოფილიყავით გაჩენილნი.. შენი ცოლი ცხოველის ტყავს გაშლიდა, გამოქვაბულის შესასვლელს დროებით რამეს მიაფარებდით თქვენს სიმყუდროვეში ღამის ქაოსიან უკუნეთს რომ ვერ შემოეღწია.. პირველყოფილი სიყვარულით გეყვარებოდა ის..

მერე თვალს გაახელდი თბილ საწოლში.. უკვე წასულაო გაიფირქრებდი და გაიღიმებდი თბილად, მაინც ნაწყენი თვალებით გაადხედავდი ცარიელ საწოლს.. ტელევიზორს ჩართავდი, ნერვები აგეშლებოდა როცა ვერაფერს ნახავდი საინტერესოს.. ისაუზმებდი და წახვდოდი სამსახურში სადაც შენი უფროსის სახის ატანა მოგიწევდა.. რაღა შენს ოთახში დასვეს ამდენი ქალი მაინც, მთელ დღეს ენას არ აჩერებენ.. რამდენჯერმე დაურეკავდი.. სახლისკენ,გზაზე მანქანას გააჩერებდი: “დაღლილი იქნება”- გაიფიქრებდი.. რაიმეს იყიდდი, მზას.. ივახშმებდით მშვიდად..ძილის წინ საყვარელი წიგნის რამდენიმე გვერდს წაიკითხავდი..რამდენიმეს, დაღლილი თვალები ვერ მოგცემდნენ მეტის საშუალებას.. და დაამთავრებდი ისევ იმ ერთდღიან სიცოცხლეს, ერთი ღამის ძილით…

რაო? არა, ქალად არ გაიღვიძებდი არასდროს.. ვერ იქნებოდა სამყარო მზად შენნაირი ქალისთვის .. ყოველ დღე შენ იქნებოდი და თან არც.. გაუცნობიერებლად დაგტანჯავდა მუდმივი ცვალებადობა.. ყოველი წამიდან, როცა თავის შეცნობაზე ფიქრს დაიწყებდი, მაშინვე სხვად გადაიქცეოდი და ასე დაუსრულებლად.. სანამ ერთხელაც შენი დრო არ დადგებოდა…
…და იმ დღეს ჩემთან ერთად გაიღვიძებდი.. ჩემთვის გაახელდი თვალს..ჩემთვის გაიღიმებდი.. ჩემთვის დაუკრავდი შენს გიტარაზე..მთელი ცხოვრებაა არ მინახიხარ.. არც ხმა გამიგონია შენი..
ათას ერთი ღამე ერთი დღეა იცოდე, ის ერთი.. მოგიყვები ზღაპრებს და ზუსტად იქ შევწვყვეტ, სადაც იმას გაიგებდი, რაც ყველაზე მეტად გაინტერესებს.. ისე, რომ სუნთქვა შეგეკრას ცნობისმოყვარეობისგან და აღარ წახვიდე… absinthe_greenfairy_oliva
არ აქვს ჩემს ეგოიზმს საზღვრები…

to ტრაბახ or not to ტრაბახ..

Posted ოქტომბერი 16, 2009 by qristine
Categories: მე

არ უნდა მეთქვა ყველა მომღიმარი სახისთვის რო ბლოგერი ვარ.. აქამდე ეს პრივილეგიად მიმაჩნდა (და ალბათ ასეცაა, ჭეშმარტიად) ..და იქნება კიდეც პრივილეგია თუ დაწერ კარგად, შენს ნააზრევს -ლოგიკურად ამოყალიბებულსა და დალაგებულს.. ან თუნდაც   სხვის  შედულებებზე დაწერ,ასევე გასაგებად და დაასაბუთებ რა გინდა,თქვა და რისთვის.. რამეს ისეთს დაწერ, რო მოცლილი იდიოტი (ბატონო? აა,დიახ, მოუცლელი იდიოტებიც არსებობენ.. ვინმემ ხო უნდა გაგვიხალისოს ცხოვრება “ნორმალურებს”)..  არ ეგონები..

მაგრამ რა აზრი აქვს მაშინ ბლოგის ქონას თუ ვერ დაწერ ერთს-ვაიდა იმან წაიკითხოს და არ მოეწონოს.. ვერ დაწერ მეორეს-აი “მეორე იმან” რო წაიკითხოს რას იფიქრებს ჩემზე და ასე დაუსრულებლად, ნელ-ნელა ჩნდება წერის კომპლექსი.. ჯერ მემგონი ჩემთვის საქმე არ მისულა აქამდე.. ვშიშობ, ეს დროც დადგება… მალე..
აი უცებ ვიღაცისთვის რო რამის მოყოლა მოგინდეს და ვერ მოუყვე, თუნდაც იმის შეგეშინდეს რო მეორე დღეს თვალებში ვერ ჩახედავ, ადგები და დაწერ ამ ყველაფერს აქ,კაცმა რო თქვას, სხვა რა დანიშნულება უნდა ქონდეს აქაურობას.. მეტი არაა ჩემი მტერი ოდესმე ქრიტინე.წორდპრესს.ცომმა ფული მაშოვნინოს..

updated: just had to delete it..

უბრალო პოსტი

Posted ოქტომბერი 10, 2009 by qristine
Categories: მე

RiceBoy_300_300

წიგნები/რვეულები/ფურცლები გევრდზე გადადებულია, შუქი ჩამქრალია, მუსიკა ჩართულია და… ნუ მოკლედ იდეალური სიტუაციაა პოსტის საწერად.
ჰმ.. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მთელი ცხოვრება უნივერსიტეტში სიარულის გარდა არაფერი მიკეთებია. ვერ ვიტყვი რო მის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რო უკვე ძალიან ძლიერი გავლენა აქვს ჩემზე.. და ეს მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ასეთი არ მეგონა.. არა, ერთ სიტყვაც კი არ დამცდება შეუგუებლობის გამომხატველი. ალბათ ეს ის პროცესია, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს და მეც გავდივარ ბატონო, მაცალეთ.. გავდივარ, ნელა.. შემოდგომაა და არ მეჩქარება ზამთრისკენ, გზაში ყვითელი ფოთლები ისრისებიან ჩემს ფეხებქვეშ..
ვის შევჩივლო არ ვიცი.. უბრალო ფანტაზიაც კი აღარ მაქვს.. უფრო სწორად არც ფანტაზია და აღარც წერის უნარი.. აი რაღაც განცხადება იყო დასაწერი დღეს, თხოვნით უნდა მიგვემართა ვინმესთვის რო ჟურნალის გამოცემაში დაგვხმარებოდა.. არცერთი სიტყვა არ მოდიოდა თავში.. არანაირი აზრი, არანაირი გამართული წინადადება.. რაღაც შაბლონური ფრაზებითა და ფიქრებით მაქ თავი გამოტენილი.. დარესტარტება უნდა? არ ვიცი… რა უნდა? რა ვუშველო?
ხვალ მთელი კურსი კახეთში მივდივართ.. ვიცი, დილას თვალებს რო გავახელ, დავეჭვდები: მინდა წასვლა? და სანამ გონება ბოლომდე გამოფხიზლდება ათას არგუმენტს მოვიძიებ, “არა” “არა”… და უცებ ის გამოჩნდება.. აი ის რო გველაპარაკება ხოლმე შიგნიდან.. “შენ დებილი ხო არ ხარ , გოგო, აეთრიე ფეხზე!” …
ეს ბიჭი სად დაიკარგა, ნეტავ.. ვნერვიულობ რაღაც..

un-სათაურ-ed

Posted ოქტომბერი 6, 2009 by qristine
Categories: მე

-და გინდა ქარმა წაიღოს ყველაფერი.. ასე ცოდნია თურმე, ვალდებულებები- გრძელი სიტყვაა და მძიმე…

- ეს რა არი.. ჯერ კიდევ ცარიელია.. შენ უნდა ნახო სიმძიმე-როცა გაივსება.. როცა ჩაიტევს და მოიცავს.. -და შემოგიძვრება სხეულში.. ნახავს ადგილს სადმე.. ან მიმოიფანტება და გაწვება მთელი თავისი სიმძიმით.. -გეშინია?

-რომ ვერ გავუძლებ? როცა პატარა ვიყავი მითხრა ერთმა ადამიანმა.. მაჯაში ვენები რომ არ გვქონდეს მანქანას ავწვდითო ცალი ხელით..

- და ინატრებდი ალბათ.. ნეტავ ვენები არ მქოდესო.. მათ გარეშე არსებობას ინატრებდი..იქნებოდა კი არსებობა სისხლის გარეშე? მაინც ცინიკოსი ყოფილა ის..

-ბავშვობიდან ვეჩვევით მარტო ცალი მხრიდან ყველაფრის დანახვას… არადა.. გვერდიდან და პირდაპირ.. კარგი იქნებოდა..

ჩართავ მუსიკას და მიყვები.. აგეშლება ფიქრის საღერღელი და ტრიალებს ქარბორბალა თავში..  იქნებ ორივე ხელი მოტყდა…………………

ნიცშეს მინდა გავუგო.. ამ ცდაზე მაინც..

The Image Widget

Posted ოქტომბერი 2, 2009 by qristine
Categories: მე

სულ მინდოდა რო ჩემს ბლოგს იდეალური (ჩემთვის ნამეტნავად სასურველი) თემაქონოდა.. მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ოცნება ვერ მიხდებოდა.. მაგრამ არც მთლად მასეა საქმე.. ამიერიდან შემიძლია ნებისმიერი თემა გავალამზო Image Widget-ით.. შეიძლება ეს აქამდეც შეიძლებოდა, მარა მე არ გამომდიოდა ყოველშემთხვევაში.. აუ როგორც კი ვიპოვი რამე “ისეთს” მაშინვე დავაყენებ ამ widget-ს!

Redemption

Posted სექტემბერი 27, 2009 by qristine
Categories: მე

Tags: , , ,

მეშემოდგომასაღამოება…

კვირა

Posted სექტემბერი 26, 2009 by qristine
Categories: მე

Tags: , , , ,

ეს პოსტი (და კიდევ ბევრი უხვად არსებული პოსტი) არის მათთვის, ვისაც აინტერესებს როგორ ვცხოვრობ მე :D
გავიდა სწავლის ერთი კვირა. იცით ეს ერთი კვირა რა ერთი კვირაა?
არის:
ნერვიულობის- რომელიც პირველივე დღიდან მიმყვებოდა და დღემდე გრძელდება, ჩემივე მიამიტობის გამო, და კიდევ იმის გამო რო აბსოლუტურად ყველაფრის მჯერა, რასაც მეუბნებიან.. აი ყველაფერს ვიჯერებ.. წინასწარ მისკდება გული იმაზე, რო ყოველ დღე იქით კვირიდან საკონტროლო წერები და ტესტები მელოდება, არადა ვსწავლობ ეს ოხერი და იმის დროც მრჩება რო ახლა ეს ყველაფერი ვწეერო,მარა- რო ვერ დავაგროვო საგნებში 500 ქულა და რო ჩავიჭრა?
იმედგაცრუების- მთელ კურსზე ვერ ვნახე ადამიანი, რომელთანაც ურთიერთიბა პირველივე დანახვიდან გამიხარდებოდა..(ნუ ეს ყველაფერი გამოსწორების პროცეშია,ვგონებ რომ) + რო ავდივარ კიბეებზე მუხლამდე ნაგავი ყრია და მეოთხე სართული სიგარეტის კვამლითა და აქეთ-იქეთ გაბნეული ბგერებითაა სავსე.. + კოკა-კოლა და უმჟავეკიტრო “ჰამბურგერი” 2,5 ღირს :D
თვითმკურნალობის_დღეში სამჯერ რაღაც დამაწყანრებლებით ვიჭყიპები..
ნეტა თუ არსებობს კიდე მეორე ჩემნაირი, ვინც ასე ვერ ეგუება სიახლეს ცხოვრებაში.. აი სულ მჭირდება შეხსენება იმისა, რო ის “ძველი” ისევ იმ “ძველად” რჩება და მე ისევ ის ვარ..
შემდეგი პოსტი ძალიან იმედის მომცემი იქნება, ალბათ..

ისა, სისტემური ბლოკის ყველა დეტალი უნდა ვისწავლო სხაპასხუპით და არ წერია ამ ფაილში.. ქულერი მარჯვნივ ტრიალებს თუ მარცხნივ :mrgreen:

ლექციების პირველი დღე

Posted სექტემბერი 21, 2009 by qristine
Categories: მე

Tags: , , , ,

ნამდვილად იმსახურებს ეს ამინდი იყოს შემოდგომის ამინდთაგანი… ისე ყოველთვის როგორ გიმსუბეუქებს ამინდზე ლაპარაკი სათქმელის თქმის პროცესის დაწყებას..

მართლაც, რა არი იმაზე კარგი საპოსტი მასალა,ვიდრე პირველკურსელისთვის ლექციების პირველი დღე.

როცა მეორე უცხო ენის არჩევაზე მიდგა საქმე, ფრანგულს, გერმანულსა და თურქულს შორის ამ უკანასკნელს დავუჭირე მხარი ერთხმად.. ჰმ..მიზეზი რაღაც ძალიან ღრმაგონებრივი ნიუანსია.. აი სულ ვიცოდი და დარწმუნებული ვიყავი რო არასოდეს არ მეცოდინებოდა არც ფრანგული და არც გერმანული.. რატომღაც.. ქვეცნობიერად ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი ამ ორ ენაზე მოლაპარაკე.. არა თურქულზე მითუმეტეს არასოდეს მიფიქრია.. ხოდა რაღაც მეორე უკიდურესობის გამო ავარჩიე, ექსპერიმენტს ვატარებ,ვგონებ..

თითოეული ლექცია ჩვენთან სამ საათიანია.. ორი ათწუთიანი შესვენებით.. შესაბამისად, თუ გინდა დარჩე ადამიანად დღეში ორ ლექციაზე მეტს არ უნდა დაესწრო (მე მაგალითად მაგ ორსაც ძლივს გავუძელი). საწუწუნო ნამდვილად არაფერი მაქვს, ძალიან მომეწონა ინგლისურის ლექტორი..ქართულად ხმა არ ამოგვაღებინა და ო, რა ამაყი ვიყავი როცა გამოცდაზე მიღებული ქულა მკითხა. აი ახლაც კი ჩამესმის ჩემი პასუხი: ნაინთი სევენ.. :D ჯგუფში ჩემპიონი მანამდე ვიყავი სანამ ერთმა ნაინთი ნაინ ქულიანმა და წამოყო თავი ( ეგ გოგო შემომეცნო მერე დასვენებაზე და ნომრები გავცვალეთ დაRock’n Coke-ზე ვილაპარაკეთ და რაღაც).

თურქულის ლექტორი თურქია! ქართულად ძლივს მოლაპარაკე და ისეთი წვალებით აგვიხსნა ხელ-ფეხ-ცერათით-ყურის ბიბილოს გამოყენებით რას ნიშნავდა თურქულად: “მიხარია თქვენი გაცნობა”.. :s ძაან დაძაბული ვიჯექი..  საშინლად ჟღერს თურქული.. საწყალი თურქები 24 საათი რო უსმენენ.. მარა წამითაც არ მინანია.. მეზობელი ქვეყანაა ბოლოს და ბოლოს..
ჯგუფელები, როგორც ასეთი, არ მყავს.. ყველამ სათითაოდ ავარჩიეთ დღეები და დროები.. მარა ნუ რამდენიმე ემთხვევა ერთმანეთს და სხვა რა დამრჩენია გარდა იმისა,რომ სიხარულით მიძგერდეს გული!

ჩემი ცხრილის მიხედვით ხვალ ვისვენებ.. და სულმოუთქმელად ველოდები ფილოსოფიის ლექციას.. ცოტა “ერთი ამოსუნთქვით დაწერილი “პოსტი გამოვიდა მარა მე ხო საერთოდ მაშინ ვერ ვწერ როცა ბევრ რამეზე მინდა ლაპარაკი..

P.s. თუ ამ პოსტს წაიკითხავ, ანა, მინდა იცოდე რო ძალიან გამახარე დღეს რო მიცანი და მოხვედი :)

სხვა-ნაირი პოსტი

Posted სექტემბერი 19, 2009 by qristine
Categories: მე

-სინამდვილეში სიცოცხლე მოლოდინია..მკითხავ ალბათ და გიპასუხებ: ყოველი კონკრეტული წამიდან შემდეგი წამის მოლოდინი, შემდეგი საათის, დღის, შემდეგი წლების მოლოდინია.. 9455075-md

-სულ ცოტა, ელოდო როდის მოგშივდება ისევ და მეტი.. ელოდო როდის აღსრულდები (შესრულდები, როგორც ერთი, კონკრეტული ადამიანი.. გარდაიცვლები) .. განა ეს ერთი და იგივე მოლოდინია?

-ერთი და იგივე, არსითა და შედეგებით განსხვავებული, მაგრამ მაინც ერთი და ერთადერთი, აღარასოდეს განმეორებადი და ხელახლა ვერდაწყებადი.. გავლადი და ვერდაბრუნდებადი..

-დრო ძვირფასია, მაგრამ ხშირად ის, რისთვისაც მას ვხარჯავთ, დროზე ძვირად ფასობს.. ექვსი მილიარდი სიჩქარე აქვს დედამიწას.. სულ ყველასთვის განსხვავებული..

-ისევე, როგორც ყველაფერი ექვსმილიარდნაირადაა აღქმული და დანახული..

-მოსმენილი და გემოგაგებული..

-და მაინც არ აქვს ზღვარი ადამინების ერთმანეთთან დამსგავსების უწყვეტ, შეუჩერებელ პროცესს…

-ჩემს ერთადერთობაზე რომ მკითხონ, ბევრს ვილაპარაკებ, ძალიან ბევრს და რომ არ შემაჩერონ ვილაპარაკებ დიდხანს.. იმდენივეს, რამდენსაც სხვა, ჩემნაირი, თანასამყაროელი, ისევე,როგორც ის, და თითქმის იმას ვიტყვი რასაც ის იტყვის…
ნეტა სანამდე მივა ადამიანი თუ თავს მოუყრის გაგონილს, ნანახს, ნაგრძნობ-ნადარდებსა და სხვა ყველაფერს, წარსულის კუთვნილებას.. ბოლომდე რო დაიკარგოს ცნობიერების ლაბირინთში.. მიაგნებს ?

Muse – Uprising (Official Video)

Posted სექტემბერი 17, 2009 by qristine
Categories: მე

Tags: , , ,

ოხშივარი ასდის, ფაქტობრივად..

made by me #1

Posted სექტემბერი 15, 2009 by qristine
Categories: მე

Tags: , , ,

ამ ბოლო დროს ჩემში ხელოვანმა გაიღვიძა.. მარა არ გამოფხიზლებულა ჯერ კარგად.. წყალს შევასხამდი სახეზე, რომ არ მეშინოდეს..

Photo1037

Photo1039

ხო,ტექსტი არი რაღაც ძაან სენტიმენტალური სიმღერის….რაც კეთების დროს ჩამესმოდა..

the იდილია

Posted სექტემბერი 13, 2009 by qristine
Categories: მე

Tags: , , , ,

Photo1032

and

the resistance

and… rainy night…

და ის იდგა როგორც სიტყვა: “გავძეხი”

Posted სექტემბერი 13, 2009 by qristine
Categories: Uncategorized

ეს იგივეა, სიკვდილმისჯილმა ჯალათს მოჰკვეთოს თავი. ან თეთრი გედი სიკვდილის წინ ახარხარდეს. ეს იგივეა, მზის გულზე იწვე და ვარკსვლავები ითვალო, თვალისმმომჭრელმა სიბნელემ დაგაბრმავოს.. ეს შეუძლებელზე მეტია და შესაძლებელზე ნაკლები.. ჩვენი ფანტაზიის + და – უსასრულობები.. ბოლოში ვერასოდეს გახვალ, თუმცა მისი არსებობა გეცოდინება და მიუწვდომლობა დაგტანჯავს,მოგიღებს ბოლოს..

ბოლოს და ბოლოს ისწავლი როგორ შეეგუო იმას, რაც არ იცვლება, რასაც ვერ შეცვლი.. სამაგიეროდ შენ შეიცვლები.. თუ გინდა გახდე სასოწარკვეთილების დამსახურებული მატარებელი, შეხედე მშიერ ადამიანს.. და მის ბრძოლას-როგორმე გაძღეს.. ბრძოლას, რომელიც გაიძულებს გრცხვენოდეს თქვა-ღვთის ხატად.. ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო.. მთელი ცხოვრება ვძღებით, მაგრამ ისევ გვშივდება,ისევ.. არ ვიცი რატომ, მაგრამ დღეს მივხვდი, შიმშილის გრძნობა ადამიანს აიძულებს იყოს ცოცხალი.. სხვა ვერავითარი სტიქია ამას ვერ შეძლებდა..

ხანდახან როგორ მრცხვენია ჩემი ადამიანობის..